საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაცია დაფუძნდა 2013 წელს, 2019 წელს ფედერაციამ მოახდინა რეორგანიზაცია მმართველობაში და ახალი მართველობის პირობებში აქტიურად ჩაება მოტოთემატიკის განვითარება-პოპულარიზაციის საკითხებში.
2022 წლის 2 დეკემბერს, ქალაქ რიმინიში გამართულ საერთაშორისო მოტო ფედერაციის Fédération Internationale de Motocyclisme-ს მიერ გამართულ ანსამბლეაზე მოხდა, საქართველოს ნაციონალურიმოტოსპორტის ფედერაციის აღიარება და "სნმფ" გახდა დიდი ოჯახის - FIM - ის სრულუფლებიანი წევრი, რაც საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციას, საშუალებას აძლევს საერთაშორისო აპრობირებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით: გაიზიაროს, დანერგოს და განავითაროს ფედრაციის მიზნებით განსაზღვრული ყველა დებულება.
საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის მიზნებს წარმოადგენს:
მოტოთემატიკასთან დაკავშირებული არსებული თუ სამომავლოდ ასამოქმედებელი
რეგულაციების შეფასება, ანალიზი და განვითარების ხელშეწყობა, მოტო ინდუსტრიის ფარგლებში საქმიანობის მაღალი სტანდარტების დანერგვა, მოტოთემატიკასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაამ სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.
მოტო მოყვარულთა მხარდაჭერა, მოტო სპორტის განვითარება, მოტო ტექნიკის და მისი უსაფრთხო გამოყენების და ზოგადად მოტოსპორტის პოპულარიზაცია და რეკლამირება
როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, მოტო აქტივობების წახალისება დახელშეწყობა, მოტო ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება. ქართული მოტო სპორტის გატანა საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, საქართველოს სპორტსმენებისა და ნაკრები გუნდებისწარდგენა,
უსაფრთხო მოძრაობისა და უსაფრთხო სპორტის სწავლება, პროპაგანდა და ხელშეწყობა, როგორცბავშვებში ასევე ნებისმიერი ასაკის პირებისათვის. თანამედროვე მოტო სკოლების განვითარება და ხელშეწყობა, ისევე როგორც ზოგადად სწავლებისა და განვითარების ხელშეწყობა მოტოთემატიკის მიმართულებით; ბავშვების და ახალგაზრდების ჩართვა მოტოსპორტში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.