ქროს ჯორჯია 2026 ედვენჩერი
Cross Georgia 2026 Adventure 3 დღიანი სამოყვარულო რალი შეჯიბრია Adventure და Dual-Sport ტიპის მოტო მოყვარულთათვის.
შეჯიბრი ტარდება ინდივიდუალურ ფორმატში და მოიცავს საქართველოს მასშტაბით, ტექნიკურ, სანავიგაციო და მრავალფეროვან საშეჯიბრო მონაკვეთებს.
შეჯიბრში მონაწილეობისათვის აუცილებელია GPS ნავიგატორი.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისა და ერთჯერადი სალიცენზიო გადასახადის ღირებულება განისაზღვრება შემდეგნაირად:
• 350 ლარი – 10 ივლისის ჩათვლით
(ღონისძიებაზე რეგისტრაცია + ერთჯერადი ლიცენზია)
• 550 ლარი – 31 ივლისის ჩათვლით
(ღონისძიებაზე რეგისტრაცია + ერთჯერადი ლიცენზია)
• 850 ლარი – 01–04 აგვისტო
(ღონისძიებაზე რეგისტრაცია + ერთჯერადი ლიცენზია)