საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

გიორგი ჩიქოვანი საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. არჩევნები 29 მარტს მშვიდ გარემოში გაიმართა. წესდების თანახმად საერთო კრებას ესწრებოდა ნოტარიუსი.



საერთო კრების წევრებმა -  დავით ლობჟანიძემ (ენდურო ქლაბ ჯორჯია), ვლადიმერ გუდაძემ (პიტსტოპ აკადემია), ოთარ მდივნიშვილმა (თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბი), ლევან ჭელიძემ (ქართული მოტო კლუბი) ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი ჩიქოვანი ერთხმად აირჩიეს.



წესდების თანახმად, საერთო კრებამ ასევე აირჩია გამგეობის წევრები - ვიცე- პრეზიდენტები და გენერალური მდივანი.

 

საერთო კრების წევრებმა მეორე ვადით აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტი დავით კიკალიშვილი, ფედერაციას დაემატა მეორე ვიცე-პრეზიდენტი - გივი ხვედელიძე, ასევე მეორე ვადით აირჩიეს გენერალური მდივანი, თეა აბელაშვილი.



სნმფ-ს გამგეობის შემადგენლობას დაემატა სამი ახალი წევრი: ვლადიმერ გუდაძე (პიტსტოპ აკადემია), ოთარ მდივნიშვილი (თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბი), ლევან ჭელიძე (ქართული მოტო კლუბი); გამგეობის შემადგენლობაში კვლავ რჩებიან: დავით ლობჟანიძე (ენდურო ქლაბ ჯორჯია), გიორგი ოთიაშვილი, დავით კიკალიშვილი, ოთარ ბიბილეიშვილი, გრიგოლ ჩოქური.