მოტო დრაგი I ეტაპი
11 მაისს 2025 წლის მოტო სეზონის მეორე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება.
ენდუროსა და მოტო ჯიმხანას შემდეგ, რუსთავში მოტო-მოყვარულებს დრაგის ხილვის საშუალება ექნებათ.
მოტო დრაგის პირველი ეტაპი, რომელიც მოტოსკოლა პიტსტოპ აკადემიის ორგანიზებით გაიმართება, კომპლექსური, საინტერესო და სისწრაფეზე აქცენტირებული დისციპლინაა. საკვალიფიკაციო სესია 10 მაისს 10:00 საათზე დაიწყება.
უშუალოდ საშეჯიბრო დღე 11 მაისს 12 საათზე დაიწყება. დისციპლინა გასულ წელთან შედარებით წელს ერთით მეტ, 7 კლასს მოიცავს. 640cc, 640cc Pro, 1040cc, 1040cc Pro, 1040cc + კლასები 402 მეტრიან სარბოლო ტრასაზე იასპარეზებენ, ხოლო ქალთა და კლასიკური კრუიზერების კლასი 300 მეტრიან დისტანციაზე.
გაიგე მეტი მოტო დრაგის ღონისძიებასა და წლის შეჯიბრებების შესახებ.