2025 წლის სეზონის პირველი ღონისძიება

საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით 2025 წლის პირველ ღონისძიებას, რომელიც 27 აპრილს საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, ჰასკი მოტოპარკმა უმასპინძლა.

მესამე სეზონის სტარტი საინტერესო, დაძაბული და ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ძალიან თვალსახეირო გამოვიდა.

მაყურებელმა ენდუროს, ბავშვთა ენდუროსა და მოტო ჯიმხანას პირველი ეტაპები იხილა.

ტრადიციულად დაძაბული და საინტერესო გამოვიდა ბავშვთა ენდურო, სადაც ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

1 ადგილი - კირილ რულევსკი, 64 წრეში 63 ქულა

2 ადგილი - თომა არჯევანიძე, 63 წრეში 54 ქულა

3 ადგილი - ლუკას პუოჯიუნასი, 58 წრეში 48 ქულა

მოზარდთა ენდუროსაც არ აკლდა ინტრიგა და ინტერესი, თუმცა ანდრია ქსოვრელმა ეტაპს სამივე გარბენზე ულიდერა, 9 - 14 წლამდე სპორტსმენების საპრიზო ადგილები პირველ ეტაპზე ასე გადანაწილდა: 

1 ადგილი - ანდრია ქსოვრელი, 38 წრეში 63 ქულა

2 ადგილი - ალექსანდრე ჯავახიშვილი, 36 წრეში 52 ქულა

3 ადგილი - ნიკოლოზ მებუკე, 36 წრეში 50 ქულა

სამ კატეგორიად ვიხილეთ ბობან როდეო - მოყვარული, მოდერეითი და ექსპერტი. მოდერეითი წლევანდელ სეზონში პირველად ვიხილეთ და ბევრ სპორტსმენს თავის გამოჩენისა და სიამოვნების მიღების საშუალება მოყვარულთა კლასზე ერთი საფეხურით მაღლა მისცა. შესაბამისად წმინდა სამოყვარულო კლასი გახდა “ჰობი”. 

მოყვარულთა კატეგორიაში 17-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, საუკეთესო სამეულში კი ორი თელავის ექსტრემალური სპორტული კლუბის წარმომადგენელი იყო. ლაშა იანთბელიძე ამ კლასში ერთადერთი იყო ვინც სამივე გამოსვლა უშეცდომოდ ჩაატარა და პირველი ადგილი დაიკავა:

1 ადგილი - ლაშა იანთბელიძე, 24 წრეში 63 ქულა

2 ადგილი - ვალერი სუმბაძე, 24 წრეში 52 ქულა

3 ადგილი - ელდარ ჯოხარიძე, 22 წრეში 44 ქულა

მოდერეით კლასში პირველობისთვის რამდენიმე სპორტსმენმა იბრძოლა, საუკეთესო კი გიორგი მარიამული აღმოჩნდა, რომელსაც მხოლოდ მეორე გამოსვლა ჩაუვარდა, მესამე პოზიცია დაიკავა, მაგრამ პირველ ორ გარბენში ნაჩვენები შედეგით ჯამური ქულათა რაოდენობა ყველაზე მეტი ჰქონდა. გიორგი სულამანიძეს სტარტი ჩაუვარდა და პირველ გარბენზე მე-8 ადგილი დაიკავა, თუმცა ბოლო ორი გამოასწორა და მესამე ადგილამდე აღზევდა, ხოლო საბა ყვავილაშვილმა ჯერ მე-3, შემდეგ 1-ელი, ბოლოს კი მე-2 ადგილი დაიკავა. 

1 ადგილი - გიორგი მარიამული, 18 წრეში 58 ქულა

2 ადგილი - საბა ყვავილაშვილი, 16 წრეში 55 ქულა

3 ადგილი - გიორგი სულამანიძე, 15 წრეში 43 ქულა

ბობან როდეოს კულმინაციური მომენტი ექსპერტთა კლასში დადგა, საოცრად დაძაბულ და ექსტრემალურ გარემოს სპორტსმენებმა თავი შესანიშნავად გაართვეს, თავგანწირული ბრძოლა კი დაუფასდა კონსტანტინე ლობჟანიძეს, რომელმაც პირველ და მესამე გამოსვლებზე მე-2 ადგილი დაიკავა, მე-2 გამოსვლაზე კი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, გიორგი გახელაძემ მე-2 გამოსვლა ჩააგდო და მე-5 ადგილს დასჯერდა.

1 ადგილი - კონსტანტინე ლობჟანიძე, 21 წრეში 57 ქულა

2 ადგილი - გიორგი გახელაძე, 16 წრეში 54 ქულა

3 ადგილი - ნიკა ოთიაშვილი, 18 წრეში 46 ქულა

საინტერესო და არანაკლებ დაძაბული გამოვიდა მოტო ჯიმხანას პირველი ეტაპი, რომელიც სამ კლასში ჩატარდა - სკუტერი, მოყვარული და აბსოლუტი.

გიგა გვაზავამ კვალიფიკაცია კლასშიც და ზოგადად ეტაპზეც საუკეთესოდ იარა - 1:15.252 დააფიქსირა.  სკუტერების კლასიც დაძაბულ ფინალში ლადო გუდაძესთან სწორედ მან მოიგო.

1 ადგილი - გიგა გვაზავა, 20 ქულა, 28 წლიური

2 ადგილი - ლადო გუდაძე, 17 ქულა, 24 წლიური

3 ადგილი - გიორგი გახელაძე, 15 ქულა, 22 წლიური

მოყვარულთა კლასში პირველი ადგილი გიორგი ზაქაიძემ დაიკავა, კვალიფიკაციაზე კლასში საუკეთესო დროის ავტორი, გიორგი ბუილოვი (1:23.179) კი მეორე ადგილს დასჯერდა.

1 ადგილი - გიორგი ზაქაიძე, 20 ქულა, 26 წლიური

2 ადგილი - გიორგი ბუილოვი, 17 ქულა, 22 წლიური

3 ადგილი - გიორგი ანუაშვილი, 15 ქულა, 20 წლიური

აბსოლუტ კლასში სკუტერების კლასის ფინალი განმეორდა, თუმცა ამჯერად დუელში ლადო გუდაძემ გაიმარჯვა.

1 ადგილი - ლადო გუდაძე, 20 ქულა, 26 წლიური

2 ადგილი - გიგა გვაზავა, 17 ქულა, 21 წლიური

3 ადგილი - გიორგი გახელაძე, 15 ქულა, 19 წლიური


გაიგე მეტი წლის შეჯიბრებების შესახებ.