მოტო ჯიმხანა II ეტაპი
საინტერესო პირველი ეტაპის შემდეგ მოტო ჯიმხანა ჰასკი მოტოპარკიდან რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გადაინაცვლებს. 18 მაისს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით, პიტსტოპ აკადემიის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთავში მოტო ჯიმხანას II ეტაპი გაიმართება.
პირველის მსგავსად მეორე ეტაპიც სამ კატეგორიას მოიცავს - სკუტერები, მოყვარულები და აბსოლუტი.
მოტო ჯიმხანას II ეტაპი სტარტს 12:00 საათზე აიღებს.
წლიური ქულები კატეგორიებში სხვადასხვაგვარად ნაწილდება, თუმცა სკუტერებშიც, მოყვარულებშიც და აბსოლუტ კლასშიც პირველიდან ბოლო მონაწილემდე ყველა პოზიციას შესაბამისი ქულა ერგება.
სკუტერები: I ადგილი 28 ქულა, II ადგილი 24, III ადგილი 22, ბოლო ადგილოსანსი კი 2 ქულა ერგება.
მოყვარულები: I ადგილი 26 ქულა, II ადგილი 22, III ადგილი 20, ბოლო ადგილოსანსი კი 9 ქულა ერგება.
აბსოლუტი: I ადგილი 26 ქულა, II ადგილი 21, III ადგილი 19, ბოლო ადგილოსანსი კი 11 ქულა ერგება.
სრულად პირველი ეტაპის შედეგების შესახებ.
გაიგე მეტი წლის შეჯიბრებების შესახებ.