მოტო ჯიმხანა II ეტაპის მიმოხილვა

18 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა მოტო ჯიმხანას II ეტაპს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით, პიტსტოპ აკადემიის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

 

ჰასკი მოტოპარკის მსგავსად რუსთავშიც სამი კლასი იყო წარმოდგენილი - სკუტერი, მოყვარული, აბსოლუტი.

 

სკუტერების კლასში კვლავ გიგა გვაზავა იყო საუკეთესო. მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიკაციაზე მეორე საუკეთესო დრო დააფიქსირა და მხოლოდ ომარ მეძველიას ჩამორჩა, მეორე ეტაპის გამარჯვებული სწორედ გვაზავა გახდა, რითაც წლიური ქულათა მონაგარი ორი ეტაპის ჯამში მაქსიმუმამდე (56) გაზარდა.

  1. გიგა გვაზავა - II ეტაპი 28 ქულა, 56 წლიური
  2. გიორგი ხარძეიშვილი - II ეტაპი 23, 34 წლიური
  3. დავით ფეიქრიშვილი - II ეტაპი 21, 33 წლიური

სკუტერების კლასში წლიური ქულების მიხედვით საუკეთესო სამეული ორი ტურის შემდეგ: 

  1. გიგა გვაზავა (56), 2. ლადო გუდაძე (37), 3. გიორგი ხარძეიშვილი (34)

მოყვარულთა კლასში საუკეთესო გამოსვლა როგორც კვალიფიკაციაზე, ასევე უშუალოდ ეტაპზე გიორგი ზაქაიძეს ჰქონდა. პირველი ეტაპის მსგავსად მეორეზეც პირველი ადგილი დაიკავა და წლიური ქულების მიხედვით ერთპიროვნული ლიდერია.

  1. გიორგი ზაქაიძე - II ეტაპი 26 ქულა, 52 წლიური
  2. თემური ლომსაძე - II ეტაპი 21, 31 წლიური
  3. გიორგი ანუაშვილი - II ეტაპი 20, 40 წლიური

მოყვარულთა კლასში წლიური ქულების მიხედვით საუკეთესო სამეული ორი ტურის შემდეგ: 

  1. გიორგი ზაქაიძე (52), 2. გიორგი ანუაშვილი (40), 3. თემური ლომსაძე (31)

პირველი ეტაპის შემდეგ აბსოლუტ კლასშიც არ შეცვლილა პირველადგილოსანი, ლადო გუდაძემ ჯერ საკვალიფიკაციო დრო დააფიქსირა კლასში საუკეთესო, შემდეგ კი პირველ ადგილს დაეუფლა და ორი ეტაპის ჯამში წლიურ ქულათა მაქსიმუმს მოუყარა თავი.

 

  1. ლადო გუდაძე - II ეტაპი 26 ქულა, 52 წლიური
  2. გიორგი ბუილოვი - II ეტაპი 19, 19 წლიური
  3. ნიკა ფილიშვილი - II ეტაპი 18, 18 წლიური

აბსოლუტ კლასში წლიური ქულების მიხედვით საუკეთესო სამეული ორი ტურის შემდეგ: 

  1. ლადო გუდაძე (52), 2. გიგა გვაზავა (37), 3. გიორგი ბუილოვი (19)

 

მოტო ჯიმხანას III ეტაპი 12 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.

სრულად მეორე ეტაპის შედეგების შესახებ.

გაიგე მეტი წლის შეჯიბრებების შესახებ.