მოტო დრაგი I ეტაპის მიმოხილვა
10 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე სტარტი აიღო მოტო დრაგის 2025 წლის სეზონმა, რომელიც საქართელოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით, პიტსტოპ აკადემიის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
10 მაისს კვალიფიკაცია, 11 მაისს კი უშუალოდ საშეჯიბრო დღე იყო ჩანიშნული, თუმცა 11-ში უამინდობის გამო შეჯიბრის სრულყოფილად ჩატარება ვერ მოხერხდა და მოტო დრაგის წლევანდელი პირველი ღონისძიება 25 მაისს წარმატებულად განახლდა.
მაყურებელმა სულ 7 კლასი იხილა, აქედან ქალთა 640cc და კლასიკურ კრუიზერთა კლასები 300 მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობდნენ, ხოლო დანარჩენი 5 კლასი 402 მეტრიან დისტანციაზე.
ქალთა 640cc კლასში კვალიფიკაციის საუკეთესო დრო (9,698 წ) მარიანა ომიაძემ დააფიქსირა, თუმცა რბოლაზე პირველი ადგილი თამარ მოლაშვილმა დაიკავა, საუკეთესო დრო 9.659 წამი დააფიქსირა.
- თამარი მოლაშვილი - 27 ქულა
- მარიანა ომიაძე - 22 ქულა
- ნინო ველთაური - 21 ქულა
კლასიკური კრუიზერების კლასში საუკეთესო დროის ავტორი კვალიფიკაციაზეც და საშეჯიბრო დღესაც შაკო სახელაშვილი გახდა 9.944 წამით.
- შაკო სახელაშვილი - 30 ქულა
- ალექს ღუდუშაური - 26 ქულა
- კახა ბარნოვი - 23
640cc კლასის გამარჯვებული მიხეილ დოლმაზაშვილი გახდა, რომელმაც კვალიფიკაციის დრო საშეჯიბრო დღეს საგრძნობლად გააუმჯობესა და ორივე დღის ჯამში თავისი საუკეთესო დრო - 10.067 წამი დააფიქსირა, ძალიან ახლოს იყო მასთან მამუკა მოკვერაშვილი, რომელმაც 10.110 წამი დააფიქსირა და მეორე ადგილი დაიკავა. კვალიფიკაციის გამარჯვებულმა მარკ საცერაძემ კი ორივე დღის ჯამში ყველაზე სწრაფი დრო - 10.032 დააფიქსირა, თუმცა მე-6 ადგილს დასჯერდა.
- მიხეილ დოლმაზაშვილი - 33 ქულა
- მამუკა მოკვერაშვილი - 28 ქულა
- ელემირ ბირო - 26 ქულა
640cc Pro-ში I-II ადგილები კვალიფიკაციის მსგავსად გადანაწილდა. პირველი ეტაპის გამარჯვებული და, ასევე, კვალიფიკაციაზე საუკეთესო დროის (10.246 წ) ავტორიც გივი გოგებაშვილი იყო, ხოლო მეორე ადგილი ალექსანდრე გოიმანმა დაიკავა.
- გივი გოგებაშვილი - 30 ქულა
- ალექსანდრე გოიმანი - 26 ქულა
- გიორგი ხელაძე - 23 ქულა
1040cc-ში ნიკა დოლმაზაშვილი იყო ერთადერთი, ვინც საკვალიფიკაციო გარბენებზე 10 წამს ჩამოცდა, შესაბამისად 9.544 წამით კვალიფიკაციაზე დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო საშეჯიბრო დღეს კიდევ უფრო გააუმჯობესა შედეგი - 9.375 წამით ის ორივე დღეს საუკეთესო იყო.
- ნიკა დოლმაზაშვილი - 33 ქულა
- მამუკა მოკვერაშვილი - 28 ქულა
- გიორგი გახელაძე - 26 ქულა
1040cc Pro კლასში გიორგი ჭეიშვილმა არც საკვალიფიკაციო და არც საშეჯიბრო დღეს პირველობა არავის დაუთმო.
- გიორგი ჭეიშვილი - 33 ქულა
- ლაშა ჭეიშვილი - 29 ქულა
- ოთარი თაბუკაშვილი - 26 ქულა
1040cc + კლასში საკვალიფიკაციო გარბენები საუკეთესოდ გიორგი აბაშიძემ იარა, თუმცა საშეჯიბრო დღეს საუკეთესო ივანე ხელაძე აღმოჩნდა.
- ივანე ხელაძე - 27 ქულა
- ლიოშა ობერკოვიჩ - 22 ქულა
- გივი ხვედელიძე - 20 ქულა
მოტო დრაგის II ეტაპი 7 სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება.
სრულად მეორე ეტაპის შედეგების შესახებ.
გაიგე მეტი წლის შეჯიბრებების შესახებ.