ენდურო/ბავშვთა ენდურო II ეტაპი
მოტოსპორტის ფედერაციის ორგანიზებით თელავში ბავშვთა ენდუროსა და ენდუროს ეტაპები გაიმართა.
2025 წლის 6 ივლისს, ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და მრავალფეროვან ღონისძიებას – ბავშვთა ენდუროს და ენდუროს ჩემპიონატების II ეტაპს საქართველოს მოტოსპორტისთვის ისტორიულმა ლოკაციამ უმასპინძლა, ეტაპმა ჰასკი მოტოპარკის შემდეგ თელავში გადაინაცვლა. ღონისძიება საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის ორგანიზებით თელავის მოტოდრომზე გაიმართა.
ამინდმა ტრასა კიდევ უფრო საინტერესო გახადა, დაძაბული გამოვიდა სამივე კლასი. მოყვარულთა კლასში პირველი ეტაპის შედეგი, მე-3 პოზიცია, ერთბაშად პირველამდე გააუმჯობესა ელდარი ჯოხარიძემ.
მოდერეით კლასში სეზონის ჭრილში პირველი ქულები და პირველი გამარჯვება ერთად იზეიმა გიორგი ოძელაშვილმა, ექსპერტთა კლასში სცენარი განმეორდა - პირველი ადგილი კვლავ კონსტანტინე ლობჟანიძემ დაიკავა.
მოყვარული
- ელდარი ჯოხარიძე
- ნოდარ ტიღაშვილი
- ზუკა ექიზაშვილი
მოდერეითი
- გიორგი ოძელაშვილი
- ილია მანველიშვილი
- თორნიკე თეზელაშვილი
ექსპერტი
- კონსტანტინე ლობჟანიძე
- გიორგი გახელაძე
- ნიკა ოთიაშვილი
ღონისძიება მიზნად ისახავდა როგორც მოზარდების მოტოსპორტში ინტეგრაციას, ისე მოტოსპორტის კულტურის განმტკიცებას მოზრდილთა შორის. ამინდისგან გამოწვეული დამატებითი დაბრკოლებები ტექნიკური არსენალის მრავალფეროვნებას და მაღალ სპორტულ უნარებს მოითხოვდა.
ბავშვთა ენდუროში პირველი ადგილი კვლავ კირილ რულევსკიმ დაიკავა, მოზარდთა ენდუროში კი ალექსანდრე ჯავახიშვილმა გაიმარჯვა.
ენდურო ბავშვები
- კირილ რულევსკი
- ლუკას პუოჯიუნას
- თომა ლეონ არჯევანიძე
ენდურო მოზარდები
- ალექსანდრე ჯავახიშვილი
- ლუკას მატეო არჯევანიძე
სრულად ბავშვთა ენდუროს II ეტაპის შედეგების შესახებ.
სრულად ენდუროს II ეტაპის შედეგების შესახებ.
გაიგე მეტი წლის შეჯიბრებების შესახებ.