წრიული რბოლა/Time Attack I ეტაპი

5 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა უმასპინძლა მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას, რომელიც ჩატარდა საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წრიული რბოლის (Pro კლასი) და Time Attack-ის შეჯიბრი მოტომოყვარულებისთვის (1000cc და 600cc კლასები).

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოტოსპორტი საქართველოში სულ უფრო პოპულარული და მრავალფეროვანი ხდება. პროფესიონალ და მოყვარულ მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ებრძოლათ გამარჯვებისთვის ტექნიკურად სრულყოფილ ტრასაზე, ღირსეულ გარემოში და პროფესიული სტანდარტების დაცვით.

გამარჯვებულები შემდეგნაირად განაწილდნენ:

Time Attack (600cc კლასი):

  1. ედიკა ჭეიშვილი

  2. ირაკლი ღუტიძე

  3. დიმიტრი ჯანგველაძე

Time Attack (1000cc კლასი):

  1. რევაზ ლაშქარავა

  2. ანარ მამმადოვი

  3. მამუკა მოკვერაშვილი

წრიული რბოლა (Pro კლასი):

  1. გიორგი აბაშიძე

  2. გიორგი მიხანაშვილი

  3. ლაშა სართანია

აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილემ განსაკუთრებული თავდადება, სპორტული პროფესიონალიზმი და მაღალი ტექნიკური უნარები გამოავლინა. დაძაბულმა და დინამიკურმა რბოლებმა შესანიშნავი სანახაობა შესთავაზა მაყურებლებელს.

სრულად წრიული რბოლის I ეტაპის შედეგების შესახებ.

სრულად Time Attack-ის I ეტაპის შედეგების შესახებ.

გაიგე მეტი წლის შეჯიბრებების შესახებ.