წრიული რბოლა/Time Attack II ეტაპი

წრიული რბოლის ჩემპიონატის მეორე ეტაპი ახალი ინტრიგით დასრულდა.

 

26 და 27 ივლისს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა უმასპინძლა წრიული რბოლისა და Time Attack-ის ჩემპიონატების მეორე ეტაპებს. ინტრიგა არც Time Attack-ის ეტაპს აკლდა, თუმცა, წრიული რბოლა განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა.

 

პირველი ტურის შემდეგ ამ ეტაპზე პოდიუმი მთლიანად შეიცვალა. პირველი ადგილი დაიკავა დავით რობანიშვილმა, რომელიც პირველ ეტაპზე მეექვსე ადგილს დასჯერდა და ამჯერად შთამბეჭდავი დაბრუნება შეძლო. ზედიზედ მეორე ეტაპია მეორე პოზიციაზე ასრულებს გიორგი მიხანაშვილი, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა გიორგი აბაშიძე, რომელიც პირველი ეტაპის გამარჯვებული იყო.

 

წრიული რბოლა (Pro კლასი) - მეორე ეტაპის შედეგები:

  1. დავით რობანიშვილი
  2. გიორგი მიხანაშვილი
  3. გიორგი აბაშიძე

ორი ტურის ჯამში ჩემპიონატის ინტრიგა უკიდურესად გამწვავდა - ქულათა ცხრილს ერთდროულად სამი მრბოლელი ლიდერობს:

 

წრიული რბოლის ჩემპიონატის საერთო მდგომარეობა:

  1. დავით რობანიშვილი 52
  2. გიორგი აბაშიძე 52
  3. გიორგი მიხანაშვილი 52

 

Time Attack-ის მეორე ეტაპი ახალი პოდიუმით ვიხილეთ. ლაშა ხიდეშელმა გამოტოვებული პირველი ტურის შემდეგ პიდაპირ პირველი ადგილით გამოიჩინა თავი, პირველი ადგილი მართალია დათმო, თუმცა პოდიუმს არ შეელია ედიკა ჭეიშვილი და ზედიზედ მეორე ეტაპზე მოახერხა პედესტალზე ასვლა, ამჯერად მესამე ადგილით, მეორე პოზიცია კი ბაქარ ომიაძეს დარჩა. ცალკე უნდა აღვნიშნოთ ერთადერთი გოგო მონაწილე, რომელმაც ორ ოპონენტს აჯობა და მე-9 ადგილი დაიკავა, შესაბამისად წლიურ 7 ქულას დაეუფლა. 

Time Attack - მეორე ეტაპის შედეგები

  1. ლაშა ხიდეშელი
  2. ბაქარ ომიაძე
  3. ედიკა ჭეიშვილი

 

Time Attack ჩემპიონატის საერთო მდგომარეობა:

  1. ედიკა ჭეიშვილი 41
  2. ირაკლი ღუტიძე  29
  3. ლაშა ხიდეშელი   25

 

ბოლო, მე-3 ეტაპის წინ მოწინავე სამეულში მიუხედავად ჭეიშვილის საგრძნობი უპირატესობისა, სამივე მრბოლელს აქვს ჩემპიონობის შანსი.

გადამწყვეტი ეტაპები 13-14 სექტემბერს გაიმართება, კვლავ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სადაც ორივე ჩემპიონატის 2025 წლის ჩემპიონის ტიტული გათამაშდება.