ენდურო ბავშვები/მოზარდები III ეტაპი
ბავშვთა და მოზარდთა ენდუროს ჩემპიონატის ბოლო, მე-3 ეტაპს 6 სექტემბერს ახალციხემ უმასპინძლა, შესაბამისად მოტო სეზონის პირველი ჩემპიონებიც სწორედ ახალციხეში ვიხილეთ.
ღონისძიება საქართელოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით, ახალციხის "ავტო-მოტო კლუბი ექსტერის" ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
აღსანიშნია, წლევანდელ სეზონში ახალგაზრდა მრბოლელების საკმაოდ მაღალი ჩართულობა იყო. ბავშვთა ენდუროში 5, ხოლო მოზარდთა ენდუროში 8 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
დაძაბული და საინტერესო გამოვიდა ბავშვთა ენდუროს დასკვნითი ეტაპი. კირილ რულევსკი ჰასკი მოტოპარკისა და თელავის ეტაპების მსგავსად ახალციხეშიც საუკეთესო იყო, სეზონი უნაკლოდ ჩაატარა და წლიური ქულების მაქსიმუმიც მოაგროვა - 60.
მეორე ადგილი მესამე ეტაპზეც და წლიურ ჭრილშიც თომა ლეონ არჯევანიძეს დარჩა, რომლის მთავარი კონკურენტი ლუკას პუოჯიუნასი გახლდათ. არჯევანიძესა და პუოჯიუნასს პირველ-მეორე ეტაპებზე მეორე-მესამე ადგილები ჰქონდათ გაცვლილი, თუმცა, მესამე ეტაპზე არჯევანიძემ თელავში დაკავებული მესამე პოზიცია ერთით გააუმჯობესა, პუოჯიუნასს 2 ქულით სძლია და სეზონის ვიცე-ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა
ბავშვთა ენდუროს III ეტაპი:
- კირილ რულევსკი
- თომა ლეონ არჯევანიძე
- ლუკას პოუჯიუნას
ბავშვთა ენდუროს წლიური პოზიციები:
- კირილ რულევსკი - 60
- თომა ლეონ არჯევანიძე - 49
- ლუკას პუოჯიუნას - 47
მოზარდთა ენდუროს ჩემპიონი ალექსანდრე ჯავახიშვილი გახდა, რომელსაც ქულა მხოლოდ და მხოლოდ პირველ ეტაპზე ჰქონდა დაკარგული, თელავისა და ახალციხის ეტაპები კი პირველ ადგილზე დაასრულა და წლიურ ჭრილში პედესტალის უმაღლეს საფეხურზეც დადგა. მეორე ადგილი ლუკას მატეო არჯევანიძემ დაიკავა, რომელსაც ჯავახიშვილის მსგავსად სეზონის სტარტი არც თუ ისე კარგი ჰქონდა - I ეტაპზე დაკავებული მე-5 ადგილის შემდეგ ზედიზედ ორ ეტაპზე მოახერხა მეორე პოზიციის დაკავება და სეზონის ჭრილშიც მეორე პოზიციას დასჯერდა.
მოზარდთა ენდურო III ეტაპი:
- ალექსანდრე ჯავახიშვილი
- ლუკას მატეო არჯევანიძე
- ნიკოლა ჯავახიშვილი
მოზარდთა ენდუროს წლიური პოზიციები:
- ალექსანდრე ჯავახიშვილი - 57
- ლუკას მატეო არჯევანიძე - 45
- ანდრია ქსოვრელი - 20
გაიგე მეტი წლის შეჯიბრებების შესახებ.