წრიული რბოლა/Time Attack III ეტაპი
წრიული რბოლისა და Time Attack-ის ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
13-14 სექტემბერს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა უმასპინძლა წრიული რბოლისა და Time Attack-ის ჩემპიონატების ბპოლო, მესამე ეტაპებს. მეორე ეტაპის შემდეგ ინტრიგა როგორც Time Attack-ის, ასევე წრიული რბოლის ჩემპიონატებში შენარჩუნებული იყო.
დავით რობანიშვილმა ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო, წლიურ ჭრილში 96 ქულა დააგროვა და სეზონისა და რბოლის გამარჯვებული ერთად გახდა. მეორე ადგილი რბოლაშიც და ჩემპიონატშიც გიორგი აბაშიძემ დაიკავა, რომელსაც სეზონის კარგი სტარტის შემდეგ მეორე ეტაპი ჩაუვარდა, თუმცა ფინალური რბოლა მე-2 პოზიციაზე დაასრულა და სეზონის ჭრილშიც მეორე პოზიციას დასჯერდა. პოდიუმის მე-3 ადგილი ერიკ ოგანესიანს ერგო, თუმცა ჩემპიონატში მან მე-4 პოზიცია დაიკავა, მე-3 კი გიორგი მიხანაშვილს დარჩა.
წრიული რბოლა (Pro კლასი) - მესამე ეტაპის შედეგები:
დავით რობანიშვილი
გიორგი აბაშიძე
ერიკ ოგანესიან
წრიული რბოლის ჩემპიონატის საბოლოო მდგომარეობა:
დავით რობანიშვილი - ჩემპიონი
გიორგი აბაშიძე
გიორგი მიხანაშვილი
600cc Time Attack-ის მესამე, ბოლო ეტაპი ნაცნობი გამარჯვებულით დაბრუნდა. ედიკა ჭეიშვილი ჩავარდნილი მეორე ეტაპის შემდეგ კვლავ პედესტალის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და ჩემპიონატიც სწორედ მან მოიგო. მეორე ადგილი როგორც ეტაპზე, ისე ჩემპიონატის ჭრილში ლაშა ხიდეშელს ერგო. წლიურ ჭრილში მესამე ადგილისთვის ბრძოლა ბევრად დაძაბული გამოვიდა, ამ პოზიციისთვის ერთდროულად 3 მრბოლელი იბრძოდა, თუმცა ირაკლი ღუტიძისათვის ეტაპზე აღებული მე-8 პოზიციაც საკმარისი აღმოჩნდა ამ პოზიციის დასაკავებლად.
600cc Time Attack - მესამე ეტაპის შედეგები
ედიკა ჭეიშვილი
ლაშა ხიდეშელი
ირაკლი ღუტიძე
600cc Time Attack ჩემპიონატის საბოლოო მდგომარეობა:
ედიკა ჭეიშვილი - ჩემპიონი
ლაშა ხიდეშელი
ირაკლი ღუტიძე
1000cc Time Attack-ის მესამე ეტაპი ანარ მამმადოვმა მოიგო, მეორე ადგილი მამუკა მოკვერაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამეზე რევაზ ლაშქარავა გავიდა, რომელიც სამი ეტაპის შემდეგ ორი გამარჯვებითა და ერთი მე-3 ადგილით ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. წლიურ ჭრილში მეორე პოზიცია ანარ მამმადოვმა, ხოლო მესამე მამუკა მოკვერაშვილმა დაიკავეს.
1000cc Time Attack - მესამე ეტაპის შედეგები
ანარ მამმადოვ
მამუკა მოკვერაშვილი
რევაზ ლაშქარავა
1000cc Time Attack ჩემპიონატის საბოლოო მდგომარეობა:
რევაზ ლაშქარავა - ჩემპიონი
ანარ მამმადოვ
მამუკა მოკვერაშვილი