ენდურო III ეტაპი
6 სექტემბერს ახალციხემ მოტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ექსტრემალურ სახეობას უმასპინძლა, სადაც მოტომრბლოლელების შესაძლებლობები ტექნიკური თუ სპორტული უნარების კუთხით ჰასკი მოტოპარკისა და თელავის შემდეგ უკვე ახალ გარემოში გამოიცადა.
ღონისძიება საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით, ახალციხის "ავტო-მოტო კლუბი ექსტერის" ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
მაყურებელმა ტრადიციულად 3 კლასის ასპარეზობა იხილა - მოყვარული, მოდერეითი და ექსპერტი.
მოყვარულთა შორის წელს პირველად იასპარეზა და პირველივე გამოცდა უმაღლეს დონეზე ჩააბარა ედვარდ მანუკიანმა, რომელიც ახალციხელი მრბოლელი გახლავთ მსგავსად გიორგი ჭელიძისა, რომლიც ასევე პირველად იხილა მაყურებელმა 2025 წლის სეზონში. არც მას დაუტოვებია ადგილობრივი პუბლიკა უკმაყოფილო და მეორე ადგილი დაიკავა. თელავის ეტაპის მოგების შემდეგ მესამე პოზიციას დასჯერდა სეზონის ლიდერი ელდარი ჯოხარიძე, რომელიც თელავის წარმომადგენელია, თუმცა მოპოვებული წლიური ქულებით ერთპიროვნულად გალიდერდა, რაც ბოლო, მეოთხე ეტაპის წინ კონკურენტებთან უმნიშვნელოვანეს უპირატესობას აძლევს.
ენდურო მოყვარულები III ეტაპი:
- ედვარდ მანუკიან
- გიორგი ჭალიძე
- ელდარი ჯოხარიძე
ენდურო მოყვარულები წლიური პოზიციები:
- ელდარი ჯოხარიძე - 50
- ნოდარ ტიღაშვილი - 35
- ვალერი სუმბაძე - 30
მოდერეით კლასში წლის პირველი გამარჯვება იზეიმა ილია მანველიშვილმა, რომელმაც ეტაპიდან ეტაპამდე მოახერხა მატება და შედეგების გაუმჯობესება. მანველიშვილმა I ეტაპზე მე-6, II ეტაპზე მე-2 პოზიცია დაიკავა, III ეტაპზე კი გამარჯვება შეძლო და წლიურ ჭრილში გალიდერდა. ცხრილის მოწინავე სამეულში საკმაოდ სიმჭიდროვეა, განსაკუთრებით კი II-III პოზიციებზე. გიორგი სულამანიძემ, რომლისთვისაც თელავში გამოსვლა მე-7 ადგილით დასრულდა, ახალციხეში I ეტაპზე დადებული შედეგი გაიმეორა, მესამე ადგილი აიღო და წლიურ ჭრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ახალციხის ეტაპის მეორე პოზიციას ოლექსანდრ ბეცი დაეუფლა.
ენდურო მოდერეითი III ეტაპი:
- ილია მანველიშვილი
- ოლექსანდრ ბეც
- გიორგი სულამანიძე
ენდურო მოდერეითი წლიური პოზიციები:
- ილია მანველიშვილი - 47
- გიორგი სულამანიძე - 39
- საბა ყვავილაშვილი - 38
დასკვნითი, მე-4 ეტაპის წინ სახცხრილო მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა ექსპერტთა კლასში. ახალციხეში წლის პირველი გამარჯვება მოიპოვა გიორგი გახელაძემ, რომელსაც ჰასკი მოტოპარკისა და თელავის ეტაპებზე მეორე ადგილი ჰქონდა დაფიქსირებული. კონსტანტინე ლობჟანიძისათვის კი პირველი ეტაპი გახლდათ, სადაც II პოზიციას დასჯერდა, აქამდე განვლილ ტურებში პოდიუმის პირველი საფეხური არავისთვის დაეთმო. ზედიზედ მესამედ დააფიქსირა მე-3 პოზიცია ნიკა ოთიაშვილმა, შესაბამისად განვლილი ეტაპებისგან განსხვავებით მოწინავე სამეულში მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ცვლილბა იყო - გახელაძესა და ლობჟანიძეს შორის, რამაც ჩემპიონატის მიმდინარეობას კიდევ უფრო მეტი ინტრიგა შესძინა.
ენდურო ექსპერტი III ეტაპი:
- გიორგი გახელაძე
- კონსტანტინე ლობჟანიძე
- ნიკა ოთიაშვილი
ენდურო ექსპერტი წლიური პოზიციები:
- კონსტანტინე ლობჟანიძე - 57
- გიორგი გახელაძე - 54
- ნიკა ოთიაშვილი - 45
ენდუროს ჩემპიონატის დასკვნითი, მე-4 ეტაპი თბილისში გაიმართება. მაყურებელს თითოეულ კლასში ძალიან საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლები ელის, ჯერ კიდევ უცნობია ჩემპიონების ვინაობა, 26 ოქტომბერს კი სეზონის კულმინაცია შედგება.
გაიგე მეტი წლის შეჯიბრებების შესახებ.