მოტო დრაგი III ეტაპი

მოტო დრაგის ჩემპიონატის მესამე ეტაპზე ჩემპიონები გამოვლინდნენ

4-5 ოქტომბერს თბილისში „პიტსტოპ აკადემიის“ ორგანიზებით გაიმართა მოტო დრაგის ჩემპიონატის მესამე, ფინალური ეტაპი, რომელიც საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
4 ოქტომბერს მონაწილეებმა კვალიფიკაცია გაიარეს, ხოლო 5 ოქტომბერს გაიმართა სეზონის გადამწყვეტი, ფინალური შეჯიბრი.

სპორტსმენები ერთმანეთს რამდენიმე კატეგორიაში შეეჯიბრნენ: 600cc, 640cc Pro, 1040cc, 1040cc Pro, 1040cc+ და კლასიკური კრუიზერი. სეზონი სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა — თითქმის ყველა კლასში ჩემპიონობის ბედი ბოლო ეტაპზე გადაწყდა.

640cc – მესამე ეტაპის შედეგები
მიხეილ დოლმაზაშვილმა სეზონი უდანაკარგოდ ჩაატარა და მესამე ეტაპზეც პედესტალის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მეორე ადგილი მარკ საცერაძემ დაიკავა, მესამე კი მამუკა მოკვერაშვილმა.

სეზონის საბოლოო მდგომარეობა:
???? მიხეილ დოლმაზაშვილი – ჩემპიონი
2️⃣ მამუკა მოკვერაშვილი
3️⃣ მარკ საცერაძე

640cc Pro – მესამე ეტაპის შედეგები
თორნიკე სინატაშვილმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა პირველი ეტაპის გამოტოვების გამო სატიტულო ბრძოლაში ვერ ჩაერთო. მეორე ადგილი გივი გოგებაშვილმა დაიკავა, რომელიც სეზონის დასაწყისში პირველ ეტაპზე გამარჯვებული იყო და საბოლოოდ ჩემპიონობა მოიპოვა. მესამე ადგილი გიორგი ხელაძეს ერგო.
სეზონის საბოლოო მდგომარეობა:
???? გივი გოგებაშვილი – ჩემპიონი
2️⃣ გიორგი ხელაძე
3️⃣ თორნიკე სინატაშვილი

1040cc Pro – მესამე ეტაპის შედეგები
ნიკა დოლმაზაშვილმა,მიხეილის მსგავსად, სეზონი შეუფერხებლად დაასრულა და ჩემპიონობაც მოიპოვა. ფინალურ ეტაპზე პირველად ვიხილეთ განსხვავებული პირველ-მეორე პოზიციები — ალექსანდრე პეტროსიანმა მამუკა მოკვერაშვილს აჯობა და მეორე ადგილი დაიკავა.

სეზონის საბოლოო მდგომარეობა:
???? ნიკა დოლმაზაშვილი – ჩემპიონი
2️⃣ მამუკა მოკვერაშვილი
3️⃣ ალექსანდრე პეტროსიანი

1040cc Pro – მესამე ეტაპის შედეგები
ოთარი თაბუაშვილმა წლევანდელ სეზონში პირველად იზეიმა გამარჯვება. მან სეზონი პროგრესულად ჩაატარა — მესამე, მეორე და საბოლოოდ პირველი ადგილი. გიორგი ჭეიშვილთან დაძაბულ ბრძოლაში თაბუაშვილმა ფინალურ ეტაპზე იმარჯვა. ჭეიშვილი მეორე პოზიციას დასჯერდა, ირაკლი შენგელია კი მესამე იყო.

სეზონის საბოლოო მდგომარეობა:
???? ოთარი თაბუაშვილი – ჩემპიონი
2️⃣ გიორგი ჭეიშვილი
3️⃣ ირაკლი შენგელია

1040cc+ – მესამე ეტაპის შედეგები
გამოცდილმა გიორგი აბაშიძემ კიდევ ერთხელ გამოავლინა მაღალი კლასი და ჩემპიონობა მოიპოვა. მიუხედავად პირველი ეტაპის შედარებით სუსტი შედეგისა, მეორე და მესამე ეტაპებზე ლიდერობა არავის დაუთმო. მეორე ადგილი ივანე ხელაძემ დაიკავა, მესამე გივი ხვედელიძემ.

სეზონის საბოლოო მდგომარეობა:
???? გიორგი აბაშიძე – ჩემპიონი
2️⃣ ივანე ხელაძე
3️⃣ გივი ხვედელიძე

კლასიკური კრუიზერი – მესამე ეტაპის შედეგები
კლასიკური კრუიზერის კატეგორიაში ფინალური ეტაპის გამარჯვებული ალექს ღუდუშაური გახდა, რომელმაც სეზონის ჩემპიონობაც იზეიმა. მეორე ადგილზე კახა ბარნოვი გავიდა, მესამე კი დავით ფეიქრიშვილი. პოზიციები სეზონის საერთო ჩათვლაშიც უცვლელი დარჩა.

სეზონის საბოლოო მდგომარეობა:
???? ალექს ღუდუშაური – ჩემპიონი
2️⃣ კახა ბარნოვი
3️⃣ დავით ფეიქრიშვილი

მოტო დრაგის ჩემპიონატის მესამე ეტაპმა წარმატებით დაასრულა 2025 წლის მოტოსპორტის სეზონი. თითქმის ყველა კლასში ბრძოლა ბოლო გარბენამდე გაგრძელდა, რაც მოტოდრაგის ზრდად პოპულარობაზე და მონაწილეთა მაღალ კლასზე მეტყველებს.