მოტო ჯიმხანა III ეტაპი
მოტო ჯიმხანას ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
12 ოქტომბერს, თბილისის „პიტსტოპ აკადემიის“ ტრასამ უმასპინძლა მოტო ჯიმხანას ჩემპიონატის მესამე, ფინალურ ეტაპს. შეჯიბრება საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით, „პიტსტოპ აკადემიის“ ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება მოტო ჯიმხანას მესამე ეტაპტან ერთად მაყურებელმა სამოყვარულო შეჯიბრი მოტო ჯიმხანა – მაქსი სკუტერები იხილა. მონაწილეები სამ კლასში ასპარეზობდნენ: აბსოლუტი, სკუტერები და მოყვარული.
აბსოლუტ კლასში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა ლადო გუდაძემ და წლიურ ჭრილში ჩემპიონობა გაინაღდა. მეორე ადგილზე გიორგი აბაშიძე გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია გიგა გვაზავამ დაიკავა. სეზონის საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი გიგა გვაზავამ დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი ნიკა ფილიშვილი გავიდა.
აბსოლუტ კლასი – მესამე ეტაპის შედეგები:
1️⃣ ლადო გუდაძე
2️⃣ გიორგი აბაშიძე
3️⃣ გიგა გვაზავა
აბსოლუტ კლასი – ჩემპიონატის საბოლოო მდგომარეობა:
???? ლადო გუდაძე – ჩემპიონი
2️⃣ გიგა გვაზავა
3️⃣ ნიკა ფილიშვილი
სკუტერების კლასში მესამე ეტაპზე გამარჯვება დავით ფეიქრიშვილს ერგო. მეორე ადგილზე ლადო გუდაძე გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია გიგა გვაზავამ დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ გუდაძემ და ფეიქრიშვილმა ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარეს, წლიური ჩათვლის ლიდერი გახდა გიგა გვაზავა, რომელმაც სტაბილური სეზონი ჩაატარა.
სკუტერები – მესამე ეტაპის შედეგები:
1️⃣ დავით ფეიქრიშვილი
2️⃣ ლადო გუდაძე
3️⃣ გიგა გვაზავა
სკუტერები – ჩემპიონატის საბოლოო მდგომარეობა:
???? გიგა გვაზავა – ჩემპიონი
2️⃣ ლადო გუდაძე
3️⃣ დავით ფეიქრიშვილი
მოყვარულთა კლასში ფინალურ ეტაპზე პაატა აბულაძემ საუკეთესო დრო დააფიქსირა და გამარჯვებაც მოიპოვა. მეორე ადგილი გიორგი ანუაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე თემური ლომსაძე გავიდა. სეზონის განმავლობაში გიორგი ზაქაიძემ ორი გამარჯვება მოიპოვა და ბოლო ეტაპზე მეხუთე ადგილიც საკმარისი აღმოჩნდა ჩემპიონობისთვის. საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გიორგი ანუაშვილი, ხოლო მესამეზე თემური ლომსაძე გავიდნენ.
მოყვარულთა კლასი – მესამე ეტაპის შედეგები:
1️⃣ პაატა აბულაძე
2️⃣ გიორგი ანუაშვილი
3️⃣ თემური ლომსაძე
მოყვარულთა კლასი – ჩემპიონატის საბოლოო მდგომარეობა:
???? გიორგი ზაქაიძე – ჩემპიონი
2️⃣ გიორგი ანუაშვილი
3️⃣ თემური ლომსაძე
მაქსი სკუტერების სამოყვარულო შეჯიბრში დაძაბული ბრძოლა გაიმართა. საბოლოოდ გამარჯვება ირაკლი შუკაკიძემ მოიპოვა. მეორე ადგილზე მიხეილ სიჭინავა გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია საბა ჯავახიშვილმა დაიკავა.
მაქსი სკუტერები (სამოყვარულო) შედეგები:
1️⃣ ირაკლი შუკაკიძე
2️⃣ მიხეილ სიჭინავა
3️⃣ საბა ჯავახიშვილი