საქართველოს ნაციონალური მოტო ფედერაცია FIM Europe-ის საგანგებო გენერალურ ასამბლეას დაესწრო
საქართველოს ნაციონალურმა მოტო ფედერაციამ მონაწილეობა მიიღო FIM Europe-ის საგანგებო გენერალურ ასამბლეაში, რომელიც 4 დეკემბერს ლოზანაში, SwissTech Convention Center-ში ჩატარდა. ღონისძიება გაიმართა FIM-ის გენერალური ასამბლეისა და FIM Awards-ის ფარგლებში და მას ესწრებოდა ევროპის 30 ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი.
საქართველო ასამბლეაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ოფიციალური დელეგაციით:
გიორგი ჩიქოვანი – საქართველოს ნაციონალური მოტო ფედერაციის პრეზიდენტი, დავითი კიკალიშვილი – ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ გუდაძე – ტექნიკური დირექტორი, გიორგი ოთიაშვილი – ენდუროს მიმართულების დირექტორი.
სხდომა გაიხსნა FIM Europe-ის პრეზიდენტ მიხალ სიკორასა და FIM-ის პრეზიდენტ ხორხე ვიეგასის მისასალმებელი სიტყვებით. ასამბლეამ დაამტკიცა მალტაში გამართული 2024 წლის კონგრესის ოქმი და 2026 წლის ბიუჯეტი.
განხილვის მთავარი ნაწილი შეეხებოდა ორგანიზაციის ახალი, განახლებული სტრუქტურისა და სტატუტის მიღებას, რომელიც მაქსიმალურად არის ჰარმონიზებული FIM-ის საერთაშორისო სტანდარტებთან. ცვლილებების ფარგლებში:
შემოღებულია 12-წლიანი ვადა ყველა არჩევნით თანამდებობაზე;
საარჩევნო სისტემა სრულად თანხვედრაშია მოყვანილი FIM-ის მოდელთან — ყველა ფედერაციას ერთი ხმა ექნება;
გაუქმდა სამსჯავრო და სამედიცინო პანელები — საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება FIM-ის ოფიციალური სიები;
ცვლილებები ასევე ეხებოდა გარკვეული სტრუქტურული ერთეულების დასახელებებსაც. შეცვალა დასახელება - „სეკრეტარიატი“, რის ნაცვლადაც სამომავლოდ იხმარება - „ადმინისტრაცია“. ასევე, „საერთო მდივანი“ ხდება „CEO“, „მენეჯმენტის საბჭო“ - „დირექტორთა საბჭო“.
დამტკიცდა სრულად განახლებული სადისციპლინო კოდექსი, რომელიც FIM-ის მოქმედ წესებს მაქსიმალურად მიესადაგება.
ამ ცვლილებებით, FIM Europe-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გლობალურ მოტოსპორტის მმართველობით სისტემაში მეტი თანმიმდევრულობისა და ინტეგრაციისკენ, რითაც გაამყარა თავისი ერთგულება გამჭვირვალობის, მოდერნიზაციისა და FIM-თან ინსტიტუციური ჰარმონიზაციის მიმართულებით.

ასამბლეის შესახებ გაკეთდა ოფიციალური შეფასებებიც მიხალ სიკორასა და ალესანდრო საბუკოსგან.
FIM Europe-ის პრეზიდენტმა მიხალ სიკორამ ასამბლეის მუშაობა დადებითად შეაფასა:
„საგანგებო ასამბლეა წარმატებით ჩავატარეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა დოკუმენტის დამტკიცება ერთხმად მოხდა.“
FIM Europe-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალესანდრო საბუკომ ასევე ისაუბრა ასამბლეის შედეგებზე:
„30 ფედერაციის მონაწილეობამ მნიშვნელოვანი სურათი მოგვცა გამჭვირვალობისა და FIM-ის სტანდარტებთან სრული შესაბამისობის შესახებ.“

ვიზიტი შეაფასა საქართველოს ნაციონალური მოტოფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჩიქოვანმა: “გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის წარმომადგენლების დასწრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში მოტოსპორტის განვითარებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მოხდა გამოცდილებების გაზიარება სხვადასხვა ფედერაციებს შორის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოხდა FIM Europe-ს წარმომადგენლებთან განვლილი წლის გაზიარება და სხვადასხვა კუთხით შეფასებების მიღება როგორც ფორმალურ, ასევე, არაფორმალურ გარემოში. დიდი მოწონება დაიმსახურა საერთაშორისო ფედერაციისგან სნმფ-ს ელექტრონულმა ვებ-გვერდმა. 2025 წლის გალა ასამბლეის ფარგლებში არაფორმალურ შეხვედრებზე მოხდა სამომავლო ვიზიტების ჩანიშვნა მოტოსპორტის განვითარების კუთხით შავი ზღვისპირა და ბალკანეთის ქვეყნებთან. მოხდა ორმხრივი გამოცდილების გაზიარება მოტოსკოლების აკრედიტირებასთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოში მუშაობა უკვე დაწყებულია და თანხვედრაში მოდის საერთაშორისო ფედერაციის მიზნებთან. საერთო ჯამში საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციისთვის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე დასწრება და მათთან საქართველოში მოტოსპორტის განვითარების დინამიკის განხილვა..jpg)