სატესტო რეჟიმი

წესები და პირობები

მომხმარებლის წესები და პირობები

ზოგადი


MOTOFEDERATION.GE ვებგვერდი ფუნქციონირებს როგორც ა(ა)იპ საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ს/ნ 406108796 (შემდგომში “სნმფ”) ოფიციალური პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან პირადი ანგარიში, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ ისარგებლონ “სნმფ”-ს მიერ მოწოდებული მომსახურებებით მაგ. ღონისძიებაზე რეგისტრაცია, საშეჯიბრო, ოფიციალურიპირების, პრომოუტერის ლიცენზიის მოთხოვნა და ა.შ. ვებგვერდზე შესვლით და რეგისტრაციით, მომხმარებელი ეთანხმება ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს.

მომხმარებლის პასუხისმგებლობა


- მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტე.
- დაუშვებელია სხვისი მონაცემების გამოყენება რეგისტრაციის ან შეჯიბრში მონაწილეობის მიზნით.
- მომხმარებელი ვალდებულია არ გამოიყენოს ვებგვერდი უკანონო მიზნებისთვის.

მომსახურება, შეზღუდვები და თანხის დაბრუნება

ფედერაცია უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ლიცენზიების გაცემასა და ღონისძიებებზე რეგისტრაციისშესაძლებლობას, წინასწარ განსაზღვრული პირობებით. 
ფედერაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გააუქმოს მომსახურების მოცულობა, პირობებიან თვითონ ღონისძიება წინასწარი შეტყობინებით.


თანხის დაბრუნების პოლიტიკა

მომხმარებლის მიერ გადახდილი ლიცენზირების საფასური  უკან ბრუნდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
• თუ დაანონსებული შეჯიბრი გაუქმდა “სნმფ” ან პრომოუტერის/ორგანიზატორის გადაწყვეტილებით;
• თუ გაუქმდა ის საკლასო კატეგორია (კლასი), რომელზეც იყო რეგისტრირებული ლიცენზიანტი.
• თანხის დაბრუნება განხორციელდება ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.
- სხვა ნებისმიერი შემთხვევაში თანხის დაბრუნება არ ხდება, მათ შორის მომხმარებლის მიერრეგისტრაციის ან მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ესგათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

ინტელექტუალური საკუთრება

ვებგვერდზე არსებული ყველა მასალა (ლოგო, ტექსტი, სურათები, და ა.შ.) დაცულია კანონით და ეკუთვნისფედერაციას ან მისი უფლებადამცავი სუბიექტებს.

სერვისის შეწყვეტა

ფედერაცია იტოვებს უფლებას, დროებით ან მუდმივად შეწყვიტოს ვებგვერდის ფუნქციონირება ტექნიკური ანსხვა აუცილებლობის შემთხვევაში.

 

კონფიდენციალობის პოლიტიკა

შეგროვებული მონაცემები

რეგისტრაციისას შეგროვდება შემდეგი სახის მონაცემები:
- სახელი, გვარი
- პირადი ნომერი
-  დაბადების თარიღი
- საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელეფონი)
- საცხოვრებელი მისამართი
- მონაცემები სპორტულ აქტივობაზე
- საბანკო ოპერაციის დეტალები (მხოლოდ გადახდის დადასტურებისთვის, არ ინახება ბარათის ინფორმაცია)

მონაცემების გამოყენება

მონაცემები გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
- მომხმარებლის იდენტიფიკაცია
- ლიცენზიის გაცემის ადმინისტრირება
- შეჯიბრებზე რეგისტრაციის მართვა
- საკონტაქტო კომუნიკაცია
- ანგარიშგება სპორტულ ორგანოებთან (შესაბამისი უფლებების ფარგლებში)

მესამე მხარეებთან გაზიარება

პერსონალური ინფორმაცია არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებულიშემთხვევებისა ან სპორტულ პარტნიორებთან კანონით დასაშვებ ფარგლებში.

უსაფრთხოება

“სნმფ”-ს მიერ გატარებულია ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები მონაცემთა დასაცავად, რათა აცილებულიქნას ინფორმაციაზე არასასურველი წვდომა, მოდიფიკაცია ან განადგურება.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

მონაცემთა დამუშავების საფუძველი

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მომხმარებლის თანხმობით და მოქმედისაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებკანონის შესაბამისად.

მონაცემთა შენახვა და წაშლა

მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მომხმარებელს უფლება აქვსმოითხოვოს თავისი მონაცემების წაშლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფედერაციას აქვსვალდებულება კანონით შეინახოს ისინი.

მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს:
- მოითხოვოს ინფორმაცია, თუ როგორ და რატომ ხდება მისი მონაცემების დამუშავება
- მოითხოვოს მონაცემთა გასწორება ან წაშლა
- გააუქმოს თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე
- მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დარღვევის ეჭვის შემთხვევაში

საკონტაქტო ინფორმაცია

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს:

+955 579 29 29 49
info@motofederation.ge

info@gnmf.ge

11a Rafael Agladze St 0102

(+995) 599-000000