ვერეს ხეობის მეფე
შეჯიბრი ტარდება არასაერთო მოხმარების გზაზე,რომელიც სპეციალურად დაგეგმილია შეჯიბრისთვის. შეჯიბრის ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 საათით, საშეჯიბრო გზა მოიცავს დაახლოებით 40კმ-იან მონაკვეთს სხვადასხვა ბუნებრივი დაბრკოლებებით:
აღმართის დაძლევა,ტყის ბილიკები,ხეობა, ქვიანი რელიეფი,მდინარის კალაპოტი.
შეჯიბრი დაყოფილია სამ კატეგორიად:
ენდურო ექსპერტი
ენდურო მოდერეითი
ენდურო ჰობი
შეჯიბრის გამარჯვებულები კატეგორიების მიხედვით გამოვლინდებიან მოცემული საშეჯიბრო გზის გავლის სისწორის და სისწრაფის მიხედვით.