სატესტო რეჟიმი

/

ღონისძიება

0

საზონის გახსნა 2024. ედვენჩერი-წყვილთა რბოლა

  • შეჯიბრი ტარდება არასაერთო მოხმარების გზაზე,რომელიც სპეციალურად მოწყობილია შეჯიბრისთვის. საშეჯიბრო გზა მოიცავს დაახლოებით 1 კმ-იან საშუალო სირთულის რელიეფს ხელოვნური და ბუნებრივი დაბრკოლებებით. კვალიფიკაციის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო 16 მონაწილის დაწყვილება მოხდება შემდეგი პრინციპით: კვალიფიკაციის შედეგად საუკეთესო დროის მქონე სპორტსმენი შეეჯიბრება ყველაზე ცუდი შედეგის მქონე სპორტსმენს და ა.შ.

     

    პირველი ეტაპის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო 8 მონაწილე და მათი დაწყვილებაც მოხდება იგივე პრინციპით.

    შემდეგ ეტაპზე მოხვდებიან საუკეთესო 4 სპორტსმენი რის შემდეგაც მოხდება 3 გამარჯვებული სპორტსმენის გამოვლინება.

     

    შეჯიბრიში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ედვენჩერის კლასის მოტოციკლს (არ დაიშვება დუალ სპორტი, ენდურო, კროსის კლასის მოტოციკლები), ძრავის მოცულობა არ არის შეზღუდული. მოტოციკლები არ დაიყოფა კლასების მიხედვით. 

     

    მონაწილემ, ეროვნულ შეჯიბრებებში მონაწილეობის ერთჯერადი ლიცენზიის მიღება და შეჯიბრის რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ოფიციალურ ვებ.გვერდზე motofederation.ge

     

    რეგისტრაციის დაწყების დრო: 15.04.2024 00:00

    რეგისტრაციის დასრულების დრო: 28.04.2024 12:00