სეზონის გახსნა 2024- ენდურო
შეჯიბრი წარმოდგენილია სამი 20 წუთიანი (+1 წრე) გარბენით, მონაწილეები (ორივე კატეგორია) სტარტს აიღებენ ერთად, სასტარტო ადგილებზე მონაწილეების განლაგება მოხდება რეგისტრაციის მიხედვით. მონაწილეებმა საშეჯიბრო ტრეკზე უნდა იარონ 20 წთ-ის განმავლობაში, გარბენის გამარჯვებული იქნება ის მონაწილე, რომელსაც 20წთ-ის განმავლობაში ყველაზე მეტი წრეების რაოდენობა დაუფიქსირდება. მომდევნო გარბენის სასტარტო ადგილები განისაზღვრება, წინა გარბენის შედეგების მიხედვით. გარბენებს შორის დრო განისაზრვრება 30 წუთით. გამარჯვებული შესაბამის კატეგორიაში გამოვლინდება სამივე გარბენის შედეგად ჯამურად დაფიქსირებული ყველაზე მეტი წრეების რაოდენობის მიხედვით.
შეჯიბრიში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ტიპის ენდურო და კროსის მოტოციკლს. ძრავის მოცულობა არ არის შეზღუდული.მოტოციკლები არ დაიყოფა კლასების მიხედვით.
მონაწილემ, ეროვნულ შეჯიბრებებში მონაწილეობის ერთჯერადი ლიცენზიის მიღება და შეჯიბრის რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ოფიციალურ ვებ.გვერდზე motofederation.ge
რეგისტრაციის დაწყების დრო: 15.04.2024 00:00
რეგისტრაციის დასრულების დრო: 28.04.2024 12:00