სატესტო რეჟიმი

/

ღონისძიება

0

სეზონის გახსნა 2024- ენდურო ბავშვები

შეჯიბრი წარმოდგენილია სამი 10 წუთიანი გარბენით, მონაწილეები  სტარტს აიღებენ ერთად, სასტარტო ადგილებზე მონაწილეების განლაგება მოხდება რეგისტრაციის მიხედვით. მონაწილეებმა საშეჯიბრო ტრეკზე უნდა იარონ 20 წთ-ის განმავლობაში, გარბენის გამარჯვებული იქნება ის მონაწილე, რომელსაც 10წთ-ის განმავლობაში ყველაზე მეტი წრეების რაოდენობა დაუფიქსირდება. მომდევნო გარბენის სასტარტო ადგილები განისაზღვრება, წინა გარბენის შედეგების მიხედვით. გარბენებს შორის დრო განისაზრვრება 20 წუთით. გამარჯვებული შესაბამის კატეგორიაში გამოვლინდება სამივე გარბენის შედეგად ჯამურად დაფიქსირებული ყველაზე მეტი წრეების რაოდენობის მიხედვით.

შეჯიბრზე წარმოდგენილია  კატეგორია:

ბავშვები: 9-14 წელი. მოტოციკლი 65ცც-125ცც

მონაწილემ, ეროვნულ შეჯიბრებებში მონაწილეობის ერთჯერადი ლიცენზიის მიღება და შეჯიბრის რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ოფიციალურ ვებ.გვერდზე motofederation.ge

რეგისტრაციის დაწყების დრო: 15.04.2024 00:00

რეგისტრაციის დასრულების დრო: 28.04.2024 12:00