სატესტო რეჟიმი

/

ღონისძიება

0

სეზონის გახსნა 2024. მოტო ჯიმხანა-წყვილთა რბოლა ეტაპი I

მოტო ჯიმხანა “წყვილთა რბოლა“ არის შეჯიბრის სახეობა, სადაც მონაწილეობენ პროფესიონალი და მოყვარული მოტო მრბოლელები საკუთარი, ან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის გამოყოფილი იდენტური მოტოციკლებით. მრბოლელები იღებენ მონაწილეობას ჯიმხანის კლასის სარბოლო ტრასაზე, რომელიც შედგება წინასწარ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის გამზადებული სხვადასხვა დაბრკოლებებით და უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებული ორი იდენტური გასავლელი სარბოლო ბილიკისგან. ორი საკვალიფიკაციო გარბენის შემდეგ, მოხდება მრბოლელების დაწყვილება:საუკეთესო დროის მფლობელი-უარესი დროის მფლობელთან პრინციპით გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას, ერთდროულად აღებული სტარტის შემდეგ, გამარჯვებული გამოვლინდება ფინიშის ხაზის პირველი  გადაკვეთით და გადავა მომდევნო ეტაპზე.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის, მრბოლელი ვალდებულია გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე MOTOFEDERATION.GE

რეგისტრაციის დაწყების დრო: 15.04.2024 00:00

რეგისტრაციის დასრულების დრო: 28.04.2024 12:00